მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

პიტერ სტანო - მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია 12 პრიორიტეტიდან ორი - აშკარაა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება

ნახვები: 587 პიტერ სტანო - მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია 12 პრიორიტეტიდან ორი - აშკარაა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება

როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა,

რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ ჰქონდა ევროგაერთიანებას საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე.

სტანოს თქმით, მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ორი.

„როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგანაც საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა - ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიისა და განხილვის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. ვფიქრობ, აშკარაა თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

რაც შეეხება ისრაელში სასამართლო რეფორმას, ევროკავშირის პრესსპიკერის თქმით, ევროგაერთიანება ძალიან ყურადღებით აკვირდება აღნიშნულს და ხედავს, რომ არის ძალიან ცოცხალი დისკუსია შემოთავაზებულ რეფორმაზე.

„მიმდინარე დისკუსიაა, ჩვენი ადგილი არაა, რომ შევიდეთ დებატებში - ვთქვათ რა არის არასწორი, რა სწორი. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს], ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საზიარო ღირებულებებსა და პრინციპებზე... ჩვენ არ ვერთვებით მიმდინარე დისკუსიებში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“, - დასძინა სტანომ.

ცნობისთვის, ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე 500 000-მდე ადამიანი გამოვიდა. მედიის თქმით, ეს ყველაზე მასშტაბური პროტესტია ქვეყნის ისტორიაში. პროტესტი კვირებია გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა