კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქადაგიშვილი - ქვეყანაში რეფორმები ძალიან თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს პროცესი შეუქცევადია

ნახვები: 435 ირაკლი ქადაგიშვილი - ქვეყანაში რეფორმები ძალიან თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს პროცესი შეუქცევადია

ქვეყანაში რეფორმები ძალიან თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს პროცესი შეუქცევადია, რეფორმები გაგრძელდება. მომსწრე ხართ, რომ რეფორმები არ ჩერდება და გრძელდება. საარჩევნო და ყველა დემოკრატიული პროცესი ბოლომდე მივა, საქართველოს არანაირი სანქცია არ ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმების განხორციელებას არჩევნების გადადების მავნე ნარატივი ვერ შეუშლის ხელს.

„ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველა დავინახავთ, მათ შორის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ის, რომ ოპოზიცია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი გზავნილით მხოლოდ იმ ინფორმაციის პროპაგანდას ეწევიან, რაც სანქციების შემოღებას უნდა უწყობდეს ხელს, გარკვეულწილად ასეთი განცხადების გარკვეული კონტექსტი ამითაც არის გამოწვეული, თუმცა თუ რეალურად დასკვნებს შევხედავთ და ამ დასკვნებში აღქმების გარდა წავიკითხავთ კონკრეტულად კანონთან და პროცესებთან დაკავშირებით რა შენიშვნები არის, დავინახავთ, რომ თურმე, კანონი კარგი გვაქვს, უბრალოდ, ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში. ვინაიდან, ოპოზიცია არ მონაწილეობს, ე.ი. აღქმა მაშინ ცუდია. ანუ, ის, რასაც ოპოზიცია აფუჭებს, ვერ იქნება საბოლოო ჯამში სანქციის განმაპირობებელი. ნუ უტრირებთ განცხადებებს, რადგან შარლ მიშელს არ უთქვამს, რომ რეფორმებს არ ვახორციელებთ, მან თქვა, რომ გააგრძელეთ რეფორმების კეთება და ეს კეთდება. რეფორმების განხორციელებას არჩევნების გადადების მავნე ნარატივი ვერ შეუშლის ხელს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა