ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა

ნახვები: 404 ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა

გასულ კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ, ძალიან დაბალი პროცენტით, სტაბილიზდება, ბოლო ოთხი დღეა, აღარ იზრდება, ეს რაღაც დამაიმედებელია.

„წინა შაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, იცით, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარეს ამისთვის, ის, რომ არ მიგვეღო, დღეს ჩვენი პროგნოზით უნდა გვქონოდა 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა ქვეყანაში. დღეს გვაქვს 5 900, ესეც სამშაბათის სინდრომია, კვირას იყო 2 ათასზე მეტი, ტესტების რაოდენობა ნაკლები, გუშინ 47 ათასი ტესტს ფონზე გვქონდა 5 900, ხვალ დიდი ალბათობით, ჩვენი პროგნოზით, დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ ეს ისევ ქვემოთ წამოვა. დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ, ძალიან დაბალი პროცენტით, სტაბილიზდება, ბოლო ოთხი დღეა, აღარ იზრდება, ტენდენცია ზრდისა აღარ არის, ეს რაღაც დამაიმედებელია იმისა, რომ იქნებ გადავდივართ ამ პიკს და მერე წამოვალთ ქვემოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა