მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ლოიდ ოსტინი - იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ

ნახვები: 569 ლოიდ ოსტინი - იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ

იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინ-10”) სხდომის გახსნისას განაცხადა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

“სასტიკი რუსული დაბომბვების გამო ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც [უკრაინას] საჰაერო თავდაცვის საშუალებებს აწვდიან, სულ უფრო იზრდება”,-განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, თებერვალში “რამშტაინის” ფორმატში წინა შეხვედრის დროს საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ უკრაინას SAMP/T-Mamba საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემენ.

“შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ვალდებულება აიღეს Patriot სისტემები მიაწოდონ და ბევრმა სხვა ქვეყანამ მოკლე რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდეს. კანადამ და გერმანიამ საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს, ისეთები, როგორიცაა NASAMS და IRIS-T”, - აღნიშნა ოსტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა