თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა

ნახვები: 483 „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა

მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს.

„საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: Perceptions of corruption (კორუფციის აღქმა); Risk of bribery (მექრთამეობის რისკი); Control of corruption including capture of the state by elites and private interests (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის).

2022 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითიც 10-წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა