პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვანო მერაბიშვილი - საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ნახვები: 530 ვანო მერაბიშვილი - საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,, - ამის შესახერბ საქართველოს ყოფილმა პრემირ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხ, Freedom TV-სთან ინტერვიუში განცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოში არის მხოლოდ ერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგს. პარტიაში ჩატარდა რიგგარეშე შიდა არჩევნები ამ პარტიაში, რადგან ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინაში ომზე, არაფერზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ადამიანებმა ჩაატარეს რიგგარეშე არჩევნები და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წააგო ამ არჩევნებში. ჩვენ ჩავატარეთ ელექტრონული არჩევნები, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელექტრონულად დარეგისტრირდა და მოქმედი თავმჯდომარე დამარცხდა ახალგაზრდასთან. ყველაფერი ძალიან შეიცვალა, თუ ბოლო კვირებში უყურებთ ტელევიზორს, მთელ საქართველოში ახლა ტარდება მრავალი აქცია. პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, არათუ არ გაემართათ საპროტესტო აქციები, ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ დაინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც. აი ეს ორი მიზეზი დაემთხვა, მთავარი, რა თქმა უნდა, პუტინის შიში და მეორე – ოპოზიციის სისუსტე, სისუსტე არა, მოდით, ვთქვათ, არააქტიურობა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა