კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია პასუხისმგებლობას თუ გამოიჩენს, შესაძლებელია, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ამან პანდემიაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს

ნახვები: 651 მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია პასუხისმგებლობას თუ გამოიჩენს, შესაძლებელია, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ამან პანდემიაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე ოპოზიციის პოზიცია არა მხოლოდ არათანმიმდევრულია, არამედ საზოგადოების მხრიდან სულ უფრო ნაკლებ ნდობასა და ინტერესს იმსახურებს.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, საზოგადოება სამწუხარო პროცესს ადევნებს თვალს, როცა ოპოზიციისთვის არგუმენტს მნიშვნელობა არ აქვს, არამედ მნიშვნელოვანია ის, რაც მათთვის გარკვეულ დროს ხელსაყრელია.

„რა თქმა უნდა, ეს ცუდი დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, არჩევნების გადადების თაობაზე ოპოზიციის პოზიცია არა მხოლოდ არათანმიმდევრულია, არამედ საზოგადოების მხრიდან სულ უფრო ნაკლებ ნდობას, ინტერესს იმსახურებს. ვინაიდან, არჩევნების თარიღის გადადების ერთადერთი ხერხია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, ეს არ არის ის საფუძველი, რაც რელევანტური იქნებოდა კონკრეტულ ვითარებაში. მძიმე პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, თუ ოპოზიცია მცირე პასუხისმგებლობას გამოიჩენს, შესაძლებელია, წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ამან უარყოფითი გავლენა არ იქონიოს პანდემიაზე. შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას მეტი პააუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა