ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შსს-მ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

ნახვები: 343 შსს-მ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ბ.ღ. მუქარის გამოყენებით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, აბაშის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, დაბა ჩოხატაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.ღ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მუქარის გამოყენებით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა