ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროკავშირი ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე - ევროკავშირი მიესალმება ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ომის დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება

ნახვები: 468 ევროკავშირი ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე - ევროკავშირი მიესალმება ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ომის დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება

ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინაამდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან”, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ბლოკის განცხადებით, ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისად განიხილავს.

„ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებად იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომელსაც ისინი უკრაინაში ახორციელებენ.

ევროკავშირი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის უკრაინაში წარმოებული გამოძიების მიმართ და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა