კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა

ნახვები: 542 „კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა

საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუბიესმა“ შეისყიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შვეიცარიის მთავრობის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმება ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„იუბიესი“ გადაიხდის სამ მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (3,25 მილიარდი აშშ დოლარი) „კრედიტ სუისის“ შესასყიდად – დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებს, ვიდრე ბანკის ღირებულება იყო პარასკევს, ბაზრების დახურვისას. გარიგების დროს „კრედიტ სუისის“ აქციონერებს ხმის უფლება ჩამოართვეს. ისინი მიიღებენ ერთ აქციას „იუბიესში“ ყოველ 22,48 აქციაზე, რაც მათ საკუთრებაშია და რასაც ბანკი 3,15 მილიარდ დოლარად აფასებს.

17 მარტს, ბაზრების დახურვისას „კრედიტ სუისი“ დაახლოებით რვა მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა