მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, რომ ვიცოცხლო - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

ნახვები: 568 პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, რომ ვიცოცხლო - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

"პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, რომ ვიცოცხლო" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონურ რადიოსთან საუბრობს. 

მისი თქმით, თავდაპირველად, საქართველოს პრემიერმინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ დათანხმდა, ასეთი მისიის მიღებას, თუმცა საბოლოოდ "ეს ტყუილი აღმოჩნდა". 

ძალიან ახლოს ვარ მრავლობითი ორგანოს უკმარისობასთან. ძალიან სუსტად ვარ და დიდ ტკივილს განვიცდი" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან , საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰკითხეს,  არის თუ არა პუტინის ნომერ პირველი მტერი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ "ზელენსკის გამოჩენამდე კი". 

"თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: "ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან". სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე" - თქვა სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ტალთასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ ქუჩაში გამოვიდა "მიშას თაობა", რომელიც ვარდების რევოლუციის დროს დაიბადა.

ამ თაობას არ გამოუცდია ელექტროენერგიის გათიშვა, სიღარიბე. სკოლაში ყველა ბავშვს მივეცით კომპიუტერი, რუსული ენა ინგლისურით ჩავანაცვლეთ, ათასობით ამერიკელი მასწავლებელი მოვიწვიეთ. ჩვენ გავაძლიერეთ დასავლური სტილის უნივერსიტეტები, რომლებიც ამ პროტესტის საფუძველი იყო. ამ ახალგაზრდებმა გამოცადეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა" - თქვა მან. 

სააკაშვილის თქმით, საშიში კანონი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთმა დაუწესა. მისივე განცხადებით, კრემლის მოთხოვნაა, პოლონეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანონ. 

 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა