მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სი ძინპინი - ჩინეთ-რუსეთის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისას უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და თანასწორობა მსოფლიოში

ნახვები: 476 სი ძინპინი - ჩინეთ-რუსეთის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისას უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და თანასწორობა მსოფლიოში

მოგიხსენიებთ თქვენ, როგორც ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოწვევით კიდევ ერთხელ აქ, რუსეთში ჩამოსვლა, არჩევის შემდეგ ჩემს პირველ საერთაშორისო ვიზიტად სწორედ რუსეთი ავირჩიე, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ.

„თქვენ ახლახან გაიხსენეთ, როცა პირველად ამირჩიეს ამ პოსტზე, მე მაშინაც პირველ ვიზიტად რუსეთი ავირჩიე. ვიცი, რომ მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობით. მჯერა, რომ რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ორი დიდი მეზობელი ქვეყანა ვართ, ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს. ჩინეთ-რუსეთის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისას ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და თანასწორობა მსოფლიოში, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროცესში მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების შემდგომ განვითარებასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა