თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

რუსეთის ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული

ნახვები: 451 რუსეთის ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ.

მანამდე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქალაქ ჯანკოიში გვიან საღამოს აფეთქებების ხმა ისმოდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ განადგურებულია „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები მათი რკინიგზით ტრანსპორტირების დროს.

სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ჯანკოიზე დარტყმები უპილოტოებიდან განხორციელდა, არის ერთი დაშავებული. მოსკოვის მიერ დანიშნული ჯანკოის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ ივინის მტკიცებით, დარტყმების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და სურსათის მაღაზია. ყირიმის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ჯანკოიში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა