Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ბადრი ჯაფარიძე - კარგია, რომ მეტი მოთამაშე შემოდის, კონკურენცია იზრდება და არჩევანი ფართოვდება, ჩვენ გვინდა, „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40-პროცენტიან ზღვარს

ნახვები: 400 ბადრი ჯაფარიძე - კარგია, რომ მეტი მოთამაშე შემოდის, კონკურენცია იზრდება და არჩევანი ფართოვდება, ჩვენ გვინდა, „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40-პროცენტიან ზღვარს

კარგია, რომ მეტი მოთამაშე შემოდის, კონკურენცია იზრდება, კარგია, რომ არჩევანი ფართოვდება, რა თქმა უნდა, ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა ბადრი ჯაფარიძემ „მესამე ძალის" შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, „ქართული ოცნება" 40-პროცენტიან ზღვარს საერთოდ ვერ მიუახლოვდეს და მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

„ცხადია, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ამ არჩევნებმა მართლაც დაუსვას წერტილი ქაოსს, არასტაბილურობას, არაპროფესიონალიზმს, ნეპოტიზმს, კორუფციას. ეს არის ჩვენი ამოცანა, „ლელო საქართველოსთვის" სწორედ ამ მიზნით შემოვიდა სრული შემადგენლობით საარჩევნო კამპანიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა საბოლოო ჯამში, რომ „ქართული ოცნება" საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40%-იან ზღვარს, არათუ 43-ზე იყოს საუბარი. ეს უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიის ამოცანა, მთავარია, ჩვენ გადავალახინოთ შიში თანამოქალაქეებს, რადგან გაცილებით მეტი საფრთხე გვემუქრება მაშინ, თუ ჩვენი თანამოქალაქეები არ დაუსვამენ წერტილს ამ ქაოსს, რომელშიც ახლა ყველაი ვიმყოფებით. ამიტომ 2 ოქტომბერს მთავარია, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ოჯახის, თავისი შვილების მომავალზე, მოვიდეს და მისცეს ხმა ცვლილებებს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს იგეგმება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის" პრეზენტაცია, რომელსაც უერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი", „რესპუბლიკური პარტია", „თავისუფალი დემოკრატები" და გრიგოლ ვაშაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა