კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანალენა ბერბოკი - დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ევროპაში ჩვენი გამოცდილება არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება

ნახვები: 550 ანალენა ბერბოკი - დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, როცა თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ევროპაში ჩვენი გამოცდილება არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება

ინტენსიურად ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა უცხოელი აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

„გასული კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა ხდებოდა უცხოელი აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, როცა თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ასევე, ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის არა მხოლოდ შანსი, ეს არის რწმენა ევროპულო ღირებულებებისა, ასევე არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – ამით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა