თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ახალგაზრდებს გამოიყენებს ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება

ნახვები: 567 ირაკლი ღარიბაშვილი - ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ახალგაზრდებს გამოიყენებს ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება

„ფრანკლინის კლუბში“ რაც მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კლუბის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას, მის მიმართ სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიციიის წარმომადგენლები აღარ ესწრებიან, მაშინ, როცა მათი მოწვევით მოვედი დღეს პარლამენტში. აქაც გამოჩნდა მათი ევროპულობა, გამოჩნდა, როგორი ხელწერა აქვს დესტრუქციულ ოპოზიციას. მადლობა ოპოზიციის წევრებს, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან. ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, სად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ინტერესების სადარაჯოზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. მინდა, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ, მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

მინდა, გესაუბროთ საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებული „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივობას. „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ფრანკლინის კლუბი“. საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან. რაც „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების. უკვე 2 000-ზე მეტი სტუდენტი არის ამ კლუბის მონაწილე.

მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ და ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ, ამ კლუბის, ეგრეთ წოდებული ამ ანარქისტული ახალი მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მინდა, გავაფრთხილო ტრიბუნიდან, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას და ჩვენს ახალგაზრდა ჯანსაღ თაობას გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენი სამსახურები ყურადღებით მუშაობენ მეხუთე კოლონის წევრთა გამოვლენაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა