კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

ნახვები: 887 მამუკა ხაზარაძე - ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი - ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ არ სრულდება, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ 12 პუნქტი უკვე შესრულებული არაა, არამედ განწყობა არ იგრძნობა იმისა, რომ მალე შესრულდება.

„შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი მთელი მისი ისტორიის და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ისევე, როგორც საფრანგეთი. მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ იმ ასპირაციაში, რაც არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება.

ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ არ სრულდება. აქ არ არის საუბარი უბრალოდ რაღაც 12 საკითხის და პუნქტის შესრულებაზე, განწყობა არ იგრძნობა იმისა, რომ მალე შესრულდება. ბუნებრივია შევეხეთ სხვა საკითხებსაც.

მე მინდა გითხრათ, რომ თუ მთელი ერი, ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები არ გავერთიანდებით ისტორიული მიზნის მისაღწევად და არ გადავდებთ ყველაფერ იმას, რაც ხელს გვიშლის ჩვენ და არ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ საკითხს პირველ ადგილზე, ჩვენ გავუშვებთ ისტორიულ შანსს. ჩვენ არ გვაპატიებს ჩვენი მომავალი თაობა გაშვებული შესაძლებლობის მდგომარეობას.

ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს სამშობლოზე, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები შეხვედრას, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ ეს ფაქტი მისთვისაც კითხვის ნიშანს აჩენს.

„მე არ ვიცი, ვის რა მიზეზი ჰქონდა, შეიძლება ვიღაცას ობიექტური მიზეზი ჰქონდა, მაგრამ თუ ისინი თბილისში იყვნენ, მე გაკვირვებული ვარ, როცა ოპოზიცია ითხოვს კანდიდატის სტატუსს და საგარეო უწყების პირველ პირს, გადამწყვეტი ქვეყნის პირს, არ ხვდებიან ოპოზიციის ლიდერები. თავმჯდომარეები როცა არ ესწრებიან ასეთ შეხვედრას, ჩემთვის ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა