კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ნახვები: 673 „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება. ბადრი ჯაფარიძე კი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. საკადრო გადაწყვეტილებები პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე. დავით უსუფაშვილს ვთხოვეთ, რომ მისი ძალისხმევა მიმართული  იქნება პარლამენტისკენ. ასევე, წარვადგინეთ პარტიის ახალი გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.  „ლელოს“ შექმნის პროცესი იყო იმაზე დაფუძნებული, რომ ახალგაზრდა კადრები წარმოგვეწია წინა პლანზე. სწორედ ამას ეხმიანება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება. მინდა, ირაკლის მივულოცო. ირაკლი არის ენერგიული ადამიანი, განათლებული, მებრძოლი. ადამიანი, რომელიც არ უშინდება წინააღმდეგობებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა