კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი - მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის

ნახვები: 395 კელი დეგნანი - მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის

მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავის დროზე იტყვის, „რაც იქნება და როგორც იქნება“.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, „ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის მისაღებია“.

„მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ რომ მედიასივრცე ვიწროვდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და არ იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოდგენილი. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის შენების პროცესში“, – განაცხადა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა