თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პირველი მოგება 2023 წელს - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ნახვები: 704 პირველი მოგება 2023 წელს - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.

 

 

 

საქართველო: ლორია (46. გუგეშაშვილი) – საზონოვი, კობახიძე, დვალი – გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (46. კვეკვესკირი), გაგნიძე (64. დავითაშვილი), წიტაიშვილი (64. სიგუა) – ლობჟანიძე, ვოლკოვი (71. ბერიძე), ჩაკვეტაძე (64. ზივზივაძე).

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კაშია, ტაბიძე, კვირკველია, კაკაბაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მონღოლეთი: ენხტაივანი, თუშინჯარგალი (46. ერდენეჩიმეგი), ბაიარცენგელი (61. ბატ-ირგილ ჩერელტ-ოდი), ორხონი, ბილგუუნი, ამარაა (87. განბატ ბაიანემეხი), ხურელბაატარი (73. ნარანბაატარ ჰაშჩულუნი), არტაგი (61. უუგანბაიარ პერევსურენი), ბატბოლდი, ბაატარცოგი (73. ტეემულენ უგანბატი), ბ. განბოლდი.

 

ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ ფიფა-ს რეიტინგის 183-ე გუნდთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ნაკლები სათამაშო დრო ეთმობოდათ.

ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშეს ლუკა გაგნიძემ და საბა საზონოვმა. თამაში მოსალოდნელი სცენარით დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად განვითარდა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა – გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი მოქმედების შემდეგ დამატებაზე ყველას დავით ვოლკოვმა დაასწრო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.

ამის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, გოლი საკუთარ კარში მიიღეს – მონღოლებმა მეკარე ლორიას პასი ჩაჭრეს, შეტევა სწრაფად გაითამაშეს და ბატბოლდმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

საქართველოს ნაკრებს მე-40 წუთზე დაწინაურება შეეძლოთ, როდესაც გოჩოლეიშვილის წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჩაკვეტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ ორ წუთში დუბლი შეასრულა – განსაკუთრებით ეფექტური მეორე გოლი იყო, როდესაც მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა.

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და სანიოლმა სადებიუტო თამაშის საშუალება მისცა 17 წლის გაბრიელ სიგუასა და მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, რომლის მოედანზე გამოყვანასაც არ გეგმავდა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 6:1 დაამარცხა და ნორვეგიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის

 

 შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

#1TVSPORT

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა