ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დავით ზალკიალიანი - ყველა ტრანშსა და სესხს აქვს თავისი პირობა, სესხზე უარი არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას

ნახვები: 398 დავით ზალკიალიანი - ყველა ტრანშსა და სესხს აქვს თავისი პირობა, სესხზე უარი არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას

ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას.

„ოპონენტები შეეცადნენ, რომ ეს განცხადება და ევროკავშირის პოზიცია ამ ტრანშთან დაკავშირებით წარმოეჩინათ ისე, თითქოს ეს არის სამყაროს დასასრული, რომ ეს არის დასრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის. ყველა ტრანშსა და სესხს აქვს თავისი პირობა. სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას. ეს რეფორმები მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რეფორმები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ განხორციელდა. მინდა ძალიან მკაფიოდ იცოდნენ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და იციან, რომ ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს, იმ ვალდებულებებს ვასრულებთ. ეს ხომ პროცესია, არ დასრულებულა პროცესი. 19 აპრილის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ პროცესი დასრულება 2022 წლის გაზაფხულზე და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. სასამართლო რეფორმა, ის მემკვიდრეობაა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიიღო, ცხრა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა. აუცილებლად მივალთ იმ სასურველ ნიშნულამდე, რომელიც იქნება მისაღები, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ისე ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული და ხშირად არის ხოლმე, მოკავშირეებს შორისაც არის აღქმებში განსხვავებები", - განაცხადა მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა