პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ისრაელის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა

ნახვები: 589 ისრაელის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებას, ეკონომიკას და საზოგადოებას საფრთხე ემუქრება.

„მთელი ისრაელი გიყურებთ. მთელი ებრაელი ხალხი გიყურებთ. მთელი მსოფლიო გიყურებთ. ისრაელის ხალხთან ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკისრებულია, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ეს არ არის პოლიტიკური მომენტი, ეს არის ლიდერობის და პასუხისმგებლობის მომენტი“, – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

ამ თვის დასაწყისში ისრაელის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა წინადადება სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს, მაგრამ მმართველმა კოალიციამ უარყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა