6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

სიმსივნის ამოკვეთა - ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დგას

28.03.2023 ნახვები: 13451

ბიძინა ივანიშვილის გაუმაძღრობა, აბსოლუტური ძალაუფლებისკენ სწრაფვა, დაუმორჩილებელი ადამიანების მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი, პირადი შიშები და ფობიები, დღეს უკვე გახდა საქართველოს რეალური პრობლემა - ქვეყანა დგას სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე.

7-9 მარტის მოვლენების შემდეგ ნებისმიერი ფსიქიკურად დალაგებული ხელისუფალი მიხვდებოდა, რომ საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი მისი წინააღმდეგია და ამის იგნორირება შეუძლებელია - აუცილებლად შეარბილებდა რიტორიკას და შეეცდებოდა ოპონენტებთან საერთო ენის გამოძებნას.

თუმცა, ზიზღით, ბოღმით, და დიდების მანიით შეპყრობილი ოლიგარქი საპირისპირო გზით წავიდა - აგრესია გაათმაგდა, პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, უკმაყოფილო საზოგადოებაზე ზეწოლა არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა.

ივანიშვილმა დაინახა გააქტიურებული სტუდენტობა,და მათთან საუბრის ნაცვლად, ის ისევ ცდილობს მათ დაშინებას - მიუჩინა ახალგაზრდებს „ნადზირატელი“, განათლების ახალი მინისტრი, რომელსაც ერთად-ერთი ფუნქცია აქვს - სტუდენტების „მორჯულება“.

ისიც კი არ ესმის, რომ სტუდენტების დაშინება და დაჩმორება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე საჯარო მოსამსახურეების - მათ კისერზე არ აწევთ სესხები, იპოთეკა, შვილები, და ა,შ., ვერც უნივერსიტეტიდან გარიცხვით შეაშინებთ - ბევრი დრო აქვთ წინ, დღეს გარიცხავენ, ხვალ აღადგენენ.

შეუძლებელია ებრძოლო თითქმის მთელს ქვეყანას, ევროპულ ფასეულობებს, რომლებსაც იზიარებს ქართული ოცნების ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც კი, რაც ნათლად დაადასტურა მარტის მღელვარებამ.

თუმცა, ქოცობა მაინც ებრძვის, თანაც მოკავშირედ ჰყავს ქვეყანაში არსებული მთელი ბალასტი და ნაგავი - პრორუსები, უსაქმურები, ძველი ბიჭები, ეკლესია, ალტინფო...ფაქტობრივად, ბორენკა ღიად აცხადებს - ყველა, ვინც ჩემთან არაა - მტერია, ექსტრემისტი, ფაშისტი, და ა.შ. თუ საბოლოოდ ასეთები უმრავლესობა აღმოჩნდება - მით უარესი უმრავლესობისთვის....

რა თქმა უნდა 7-9 მარტს ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და საზოგადოებრივ აპათიაზე და გულგრილობაზე ქოცურმა იმედმა არ გაამართლა - თავისი უტვინო და უხეში ქმედებებით ივანიშვილმა საზოგადოება გამოაღვიძა და ეს ძალიან დადებით ფაქტია. თუმცა, როგორც ცხადყოფს შემდგომი მოვლენები, ქოცები არაფრის შეცვლას არ აპირებენ - მათი მოწინააღმდეგე უნდა წაიშალოს, მაშინაც კი, როდესაც ის უმრავლესობაა.

საქართველო შედის ძალზე საშიშ სტადიაში - არავის არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ ხვალ „ოცნება“ სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ისევე სწრაფად წავა დათმობაზე, როგორც ეს იყო უცხოური აგენტების კანონზე - საბოლოოდ ისინი მიხვდნენ, რომ ეს კანონო მათ პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს აძლევთ. ვხედავთ, რომ ყოველგვარი კანონის გარეშეც უწოდებენ თავიანთ ოპონენტებს „აგენტებს“ და „ჯაშუშებს“, თუმცა, არ აზუსტებენ - ვისი.

ამიტომაც დათმეს ეს საკითხი 2 დღეში და არ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული სხვა ბერკეტი, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ხვალ, ძალაუფლების დაკარგვის საკითხი რომ დადგეს - ასევე მოიქცევიან.

თუ მათი ძალაუფლება და ფული დარტყმის ქვეშ დადგა - ყველანაირ საზიზღრობას იკადრებენ - თქვენ წარმოიდგინეთ, არც საერთაშორისო სანქციები შეაშინებს, ყოველ შემთხვევაში პირველი რამდენიმე თვე, სანამ ფინანსური შეზღუდვები არა მხოლოდ ქოც-უფროსობას, არამედ მათ ამომრჩეველს შეეხება.

ქოცობამ მარტში არ გამოიყენა მისი მთავარი, ჯერ-ჯერობით დამალული კოზირები - სამოქალაქო დაპირისპირება - კონტრაქციები, მომხრეთა მობილიზება, ალტინფოს დამრტყმელი ძალის ქუჩაში გამოყვანა, „ტიტუშკების“ სხვა ჯგუფების გამოყენება, საეკლესიო რესურსის ამოქმედება.

თუ ქოცობა დაინახავს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს - ოპონენტებს არმატურებით და ჯოხებით შეიარაღებულ მკვლელებს მიუსევს და მაშინ უკვე საქმე მორევაზე წავა - ვინც მეტი იქნება, ის აჯობებს.

ბოლოს, თუ ტიტუშკებიც დამარცხდებიან, ოცნება გამოიყენებს ბოლო ბერკეტს, რომლის გამოყენებაც ძალიან არ სურს და რაზეც მაქსიმალურად, ბოლომდე შეიკავებს თავს. თუმცა, სხვა შანსი თუ არ დარჩა, თუ ვერც სპეცრაზმმა, და ვერც ტიტუშკებმა უშველა - შემოიყვანს რუსულ ჯარს, როგორს ეს 2021 წელს გააკეთა ყაზახეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ.

ადრე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამაზე წამსვლელები არიან, დღეს კი - აშკარად ვხედავ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია - სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაზე, ქვეყნის სისხლში ჩახჩობაზე, რუსული ჯარის ხელით ოპონენტების საბოლოო განადგურებაზე.

რუსებს ეს მარტივად გამოუვათ - სახელმწიფო მათი მოკავშირე იქნება, ჯარი - ან რასაც საქართველოში ჯარი ჰქვია - არაფერში არ ჩაერევა, და კბილებამდე შეიარაღებულ რუსს მოუწევს ბრძოლა უიარაღო სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან.

ეს სცენარი ძალიან რეალისტურია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ტარდება - ამ დროისთვის ომი უკრაინაში სავარაუდოდ, ან მორჩება, ან ქრონიკულ, ნაკლებად ინტენსიურ სტადიაში გადავა, რის შემდეგაც, მოსკოვი საქართველოსთვისაც მოიცლის.

ბორენკა ივანიშვილი - სიმსივნეა, რომელმაც შესაძლოა ქვეყანა შეიწიროს. ის ისე უნდა მოსცილდეს ხელისუფლებას, რომ ვერ მოახერხოს, ვერც სამოქალაქო ომის პროვოცირება, და ვერ რუსული ჯარის შემოყვანა..

ეს ურთულესი ამოცანაა, რომლის პირველი და აუცილებელი პირობაა - ნებისმიერი გზით, ნებისმიერი დათმობის და პირადი დისკომფორტის, ან ამომრჩეველთა უკმაყოფილების მიუხედავად, 2%-ანი ბარიერის მიღწევა.

ეს მხოლოდ დასაწყისია, მთლიანობაში კი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ ურთულესი ამოცანის შესრულება - კიბოს ამოკვეთა ისე, რომ ამან მთელი ქვეყანა არ შეიწიროს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა