კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე

ნახვები: 478 მიხეილ სააკაშვილი - მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე

მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე. როდესაც მე შარშან იგივეს ვამბობდი, ქალბატონი სალომე აცხადებდა: "ერთობა არის შემოგდებული თემა", სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე.

„ამ რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ - "მოვა მიშა და შეგვჭამს" ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.

მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე.

ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს, რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე.

პოლიცია კი არ უნდა გვავიწროებდეს, იქით უნდა ვუტევდეთ ამ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს, ჯარიმებს კი არ უნდა ვითმენდეთ არამედ უკვე შედგენილი უნდა გვქონდეს ჩამოსართმევი, მოპარული ქონების სია და ფინანსურ მაქინაციებზე აქტიურად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციებს უცხოელ მეგობრებს.

ვარდების რევოლუციის წინ მე ვიყავი ჩასული ბელგრადში, მათი წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესასწავლად და ბევრი რამ რაც ვისწავლე, გამოვიყენე კიდევაც 2003 წელს.

ახლაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ იბრძვიან სერბები და გადმოვიღოთ მათი ახლანდელი გამოცდილება. სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა