კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი

ნახვები: 479 საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 132, „პისიარ" ტესტით - 15 268.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 8,34 %, ბოლო 14 დღის - 9,72 %, ბოლო შვიდი დღის - 8,98 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 559 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 506 486 გამოჯანმრთელდა, 7 649 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 259 391 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 518.

კარანტინის რეჟიმშია 111, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 210 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 542 პირი.

გუშინ, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა