კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - ადვილი გამოსაცნობია, ჩარკვიანი ვისაც ახმოვანებს, კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები

ნახვები: 817 ნიკა მელია - ადვილი გამოსაცნობია, ჩარკვიანი ვისაც ახმოვანებს, კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები

კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ, – ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული პოსტით მელია ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებას, სადაც ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ, „ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან“.

„თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე – ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია. დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე, ბიძინა ივანიშვილის „დავალებით“, ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით. კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.

ქვყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!“ – წერს ნიკა მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა