კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შარლ მიშელი - მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს

ნახვები: 808 შარლ მიშელი - მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს

შარლ მიშელის თქმით, მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესი საგრძნობ და დადებით შედეგს მოუტანს მოლდოვის მოქალაქეებს.

„მოლდოვა სულ უფრო ხშირად ხდება მტრული რუსული დაზვერვის სამიზნე. ბოლო თვეებში რუსეთი და მისი დაქვემდებარებულები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას და ამისთვის იყენებენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, ახდენენ საპროტესტო აქციების ინსცენირებას და სხვა ძირის გამომთხრელ ქმედებებს მიმართავენ. ჩვენ ვგმობთ დესტაბილიზაციის ამ მცდელობებს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მიშელმა ასევე მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, გააგრძელონ რეფორმების გატარება. კერძოდ მან ახსენა სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია.

ამასთან, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია მოლდოვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს ზაფხულში წარადგენს. მისივე თქმით, ეს იქნება „არსებითი და წონიანი“ დახმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა