კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ისევ ჯანდაცვის სამინისტროსთან დგანან - უწყება კი ისევ დუმს

ნახვები: 943 აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ისევ ჯანდაცვის სამინისტროსთან დგანან - უწყება კი ისევ დუმს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი უწყებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის voxzogo-ს დაფინანსებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს!“, „ვითხოვთ ჯანმრთელობის მინისტრთან შეხვედრას“, „ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას!“

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ქეთევან ბეგიაშვილის თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ წამალს არ დააფინანსებს, მაშინ შესაბამის სამართლებრივ გზას მიმართავენ.

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად აქტიური ხალხი, ჩვენ ვართ დედები და შვილებისთვის ჯანმრთელობას ვითხოვთ. ჩვენი კომენტარები, რომელიც აღელვების ფონზე ნათქვამი იქნება, ვთხოვთ ყველას პოლიტიკური სახე არ მისცეს. ერთი კვირის წინ 6 საათის განმავლობაში ვაპროტესტებდით და ჯანდაცვის სამინისტროდან არავინ არ გამოგვეხმაურა. უფრო მეტიც, ვინც აქამდე პასუხს გვცემდა, ისინიც აღარ გვეკონტაქტებიან. შიდა საუბრების შემდეგ ჩვენ დაიმედებული ვიყავით და ისინიც გვთხოვდნენ, რომ შიდა საუბრების შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ცუდ მეთოდებს მიმართეს და საჯაროდ განსხვავებული კომენტარები გააკეთეს. აღარ არის დასაკარგი დრო, ყველა მშობელი საბოლოო პასუხს ვითხოვთ, გვითხრან აფინანსებენ ამ მედიკამენტს თუ არ აფინანსებენ. ჩვენც არ გვინდა აქციების გამართვა და ხელისუფლებასთან ჭიდილი. ისინი თუ ამ წამალს არ დააფინანსებენ, მაშინ შესაბამის სამართლებრივ გზას უნდა მივმართოთ. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველოში ჩვენი ბავშვები იჩაგრებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ საბჭოს, ჩვენი შვილების მკურნალი ექიმები და მშობლები უნდა დაესწროს, მათი მოყვანილი და დატრენინგებული ექიმები, რომლებიც ჩვენს საწინააღმდეგოდ ისაუბრებენ, არ გვსურს, ამ შემთხვევაში არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

ერთ-ერთი მშობლის, ნაზი ოჩხიკიძის განმარტებით კი, ისინი მათი შვილებისთვის უკვე წელიწადი და სამი თვეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ითხოვენ.

„სპეციალურად დღევანდელი დღისთვის გურიიდან ჩამოვედი, რათა მშობლებს გვერდით დავუდგე. დღეს ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს და ქუჩაში, წამლის მოთხოვნით ვდგავართ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ვითხოვთ, რათა ჩემი შვილი ჩვეულებრივი და სრულფასოვანი მოქალაქე იყოს, რათა შეზღუდვები, კომპლექსები მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ჰქონდეს. ჯანდაცვის სამინისტროში საბჭო შეიქმნა, მაგრამ პროცესი დროში იწელება. ბავშვებს ზრდის ზონები უკვე ეხურებათ და სასწრაფოდ ეს წამალი ესაჭიროებათ”,- განაცხადა ნაზი ოჩხიკიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციას “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრი, სერგო ჩიხლაძე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ექიმი მანანა ჯებაშვილი შეუერთდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა