თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კახა კალაძე - დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, ქვეყანაში არეულობას არ დავუშვებთ

ნახვები: 602 კახა კალაძე - დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა და მშვიდობა, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, ქვეყანაში არეულობას არ დავუშვებთ

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ხულოში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარტიული ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს როგორც პარტიული საქმიანობისთვის, ასევე ქვეყნაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართულობისთვის.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენი ძალისხმევით, შრომით, მხარდაჭერით აძლიერებთ ქვეყანას. ასევე, მადლობას გიხდით, რომ სიმშვიდით, ღირსებით უძლებთ იმ ზეწოლას, შეურაცხყოფას, რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ მიერ მართული ჯგუფები გაყენებენ. რასაკვირველია, ჩვენ, მმართველ პარტიას, გვაქვს ბევრად დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ვალდებული ვართ, თავიდან ავიცილოთ არეულობა, პოლარიზაცია, რაც შედის ოპოზიციის გეგმებში. ის გამოწვევები, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ თქვენთან ერთად, მოსახლეობის ერთიანობით და მხარდაჭერით უნდა დავძლიოთ. დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არ დავუშვებთ არეულობას ქვეყანაში.

ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები. რასაკვირველია, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ განვითარებით, ეკონომიკური ზრდით, ევროინტეგრაციის გზით, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

დღესვე პარტიის გენერალური მდივანი, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, შუახევისა და ქედის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციების წევრებს შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა