გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ნარკოდანაშაულისთვის შსს-მ 58 პირი დააკავა, მათ შორის 31 ნარკორეალიზების ბრალდებით

ნახვები: 565 ნარკოდანაშაულისთვის შსს-მ 58 პირი დააკავა, მათ შორის 31 ნარკორეალიზების ბრალდებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, კახეთის პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების  თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ  ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ფოტოებს უღებდნენ, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული სხვა პირების პირადი, ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი  ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“,  „კოკაინი“,  „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „ფენტანილი“, „ტრამადოლი“, „პსილოცინი“,  „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, ასევე მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობისა და გასაღების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა