კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს, თავად ტრამპი კუდიანებზე ნადირობაზე საუბრობს

ნახვები: 541 ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს, თავად ტრამპი კუდიანებზე ნადირობაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ. „სეიენენის“ ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ და პროკურორი ექსპრეზიდენტს ბრალის წაყენების მიზნით სასამართლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიბარებს.

საქმის დეტალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი.

ეს კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენებას.

„ვფიქრობ, რომ ეს კუდიანებზე ნადირობა ძლიერ დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი – ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა