კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა განახლდა

ნახვები: 493 საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა განახლდა. ბრალდებულები საქმის განახლებას მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მედიასა და პოლიტიკოსებზე ზეწოლა ხორციელდება.

„ორი წელია, ვართ მონაწილე პოლიტიკურად მოტივირებული საქმის, რომლის აბსურდულობა ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ დაადასტურა. ქვეყანა იმართება არაკომპეტენტურად, დაწყვეული პანდემიის მართვიდან, სამწუხაროდ, სტატისტიკის აღმრიცხველები გავხდით, ვკარგავთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ეს არის კატასტროფა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ მილიარდობით თანხა, ვალი აიღო კოვიდის დროს, წელს კი ჟანგბადის ბალონები სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. „ქართული ოცნება" სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. 2 ოქტომბერი არის ქვეყნისთვის სერიოზული თარიღი, ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი - ევროპა ან ის ჭაობი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა აღმოგვაჩინა", - განაცხადა პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაიკითხება.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით).

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა