თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ზარქუა - კეზერაშვილმა ჩვენება მისცა, რომ წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრია

ნახვები: 437 ირაკლი ზარქუა - კეზერაშვილმა ჩვენება მისცა, რომ წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრია

კეზერაშვილმა საზოგადოებას ჩვენება მისცა, რომ წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრია, რომელმაც გაძარცვა ჯარი, გახდა მულტიმილიონერი და მოპარული ფულით რადიკალებს, ოპოზიციას აფინანსებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ქართულ პოლიტიკაში ვინც ხელმოცარულია რადიკალების სახით, მათი ძირითადი ნაწილი კეზერაშვილის დაფინანსების ქვეშ არის, მათ შორის არიან ტელევიზიებიც.

„ეს არის დავით კეზერაშვილის მორიგი აღიარება. ფაქტობრივად, ქართულ საზოგადოებას ჩვენება მისცა – დავით კეზერაშვილი არის წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გახდა მულტიმილიონერი და ახლა მოპარული ფულით რადიკალებს, ოპოზიციას აფინანსებს. ქართულ პოლიტიკაში ვინც ხელმოცარულია რადიკალების სახით, მათი ძირითადი ნაწილი კეზერაშვილის დაფინანსების ქვეშ არის, მათ შორის არიან ტელევიზიებიც. არ გვიკვირს, ეს ხელმოცარულები – ჭიჭე ვაშაძით დაწყებული, ნაცებით დამთავრებული – ლუზერები რომ არიან. მათი ბრძნული აზრებით ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ერთადერთია რევოლუცია და გადატრიალება, რისთვისაც იყენებენ ახალგაზრდებსაც და საზოგადოების გულწრფელ შეშფოთებას, რომლებიც არასწორი ინფორმაციებით შეცდომაში შეჰყავთ და ცდილობენ, რევოლუციური სცენარები ამით ააგორონ. რა მორალისა და ღირებულებების პარტია უნდა იყო, რომ ქართველი ჯარისკაცებით ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან და ფულს თამამად იღებენ. კეზერაშვილი ჩვენებას იძლევა, თუ როგორ არის კლასიკურად დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ადრესატი, რომელიც ევროკომისიამ განგვისაზღვრა. ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ დამფინანსებლებს შეეხება, რომელიც არის ქურდი კეზერაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა