კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს

ნახვები: 601 მამუკა მდინარაძე - დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს

მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვითდაზიანების პროცესშია და სპეკულირებს იმ თემით, რომ ის ვერ ჭამს და გახდა. თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს, მარტივი ამბავია, ბევრჯერ დავსვით ეს საკითხი და არცერთხელ გამოხმაურება არ ყოფილა ამ კონკრეტულ მესიჯზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი განზრახ აგრძელებს თვითდაზიანებას.

„სინამდვილეში, მშვენივრად ჭამს და, უბრალოდ, ეს არის სპეცოპერაცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, გარკვეულ რისკებზე მიდის. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამაში ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევაში უახლოესი გარემოცვიდან, ვისაც მასთან საკვები უნდა შეჰქონდეს. სიუჟეტი ვნახე ერთ-ერთ არხზე, რომ სააკაშვილის დედა აჩვენებდა საკვებს, რაც იქვე ჩანდა, რა კალორაჟის იყო, რასთან გვქონდა საქმე. ეს იყო გამაოგნებელი. დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა