თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ქვეყანას მოუტანს უზარმაზარ სარგებელს

ნახვები: 480 პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ქვეყანას მოუტანს უზარმაზარ სარგებელს

ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში ამ ისტორიულ მომენტში. საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარედგინა. 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიეცა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე. ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ჩვენ პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს დეკემბერში. ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება და საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს გზის დასასრული არ არის. კანდიდატის სტატუსის მიცემის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე იქნება კიდევ ბევრი ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის დელეგაცია, აქ ვართ, რომ საქართველოსთან ერთად ვიყოთ ევროკავშირის წევრობის გზაზე. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს საქართველოს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, კომპრომისის, ინკლუზიურობისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. მუშაობა გრძელდება და ვნახავთ, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე. ეს იქნება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელჩმა.

ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის ბოლოს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელიც იქნება მიღწეული საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ საკმარისი პროგრესია მიღწეული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„ვიმედოვნებ, საქართველო წინ წაიწევს და მას მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს წლის ბოლოს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჩვენს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ, მივცეთ რჩევა, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები, რომ დავეხმაროთ საქართველოს, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის ბოლოს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელიც იქნება მიღწეული საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის მიერ. გადაწყვეტილებას მიიღებს 27 წევრი ქვეყანა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში შეხვდებიან და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ, რაც ნიშნავს, რომ ყველა უნდა დათანხმდეს. ეს რთულია, თუმცა ამის გაკეთება შესაძლებელია და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ საკმარისი პროგრესია მიღწეული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა