ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-ს ელჩი: „თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება“

ნახვები: 447 აშშ-ს ელჩი: „თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება“

საქართველოში აშშ-ის ელჩi, კელი დეგნანi აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა: 

„საქართველომ, ისევე როგორც ამერიკამ იბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნორობის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას ბევრი ქართველი გავიცანი, რომლებიც ისევე სცემს პატივს ხმის უფლებას, როგორც ამერიკელები. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო, ან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მან ვალდებულება აიღო, დაეცვა ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწვიანებისთვის, რაც ნატო-სა და საქართველო-ნატოს კომისიათან ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია.

ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია... თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესებს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო. ხალხმა ის ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება, რომ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას... ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა დავინახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში",-განაცხადა დეგნანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა