კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს

ნახვები: 541 ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე, არის ისტორიული და უპრეცედენტო.

როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა „პოლიტპატიმარი“, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, „კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ“.

„მოგეხსენებათ, 4 მოსამართლე და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდნენ, რაზეც ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, ამ კორუფციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.

ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის. იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ, გარუსებულ დეპუტატს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა. მე მინდა მივმართო მათ: დაფიქრდით, სად მიჰყვებით რუს ოლიგარქს. მინდა ასევე პროკურორებს მივმართო, სუს-ის უფროს ბატონ ლილუაშვილს, შშს მინისტრს გომელაურს და მაღალი თანამდებობის პირებს, არაფერს არ ვლაპარაკობ კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ანადგურებენ, ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის. შემდეგ, რიგში ხართ თქვენ, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, 4 მოსამართლის დასანქცირება ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარია.

„ეს კონკრეტული გზავნილი, დიახ ქართველი ხალხის მონაპოვარია. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომელმაც 7-8-9 მარტს საქართველოს კონსტიტუცია, სახელმწიფოებრიობა დაიცვეს. ეს არის თქვენი მხარდაჭერა. სწორედ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ რუსული ოცნების დემონტაჟი მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის უკანასკნელი წვეთი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს არის პირველი გადაწყვეტილება სანქცირებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ის მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

წარმოუდგენელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად საუბრობს კლანურ, კორუფციულ სასამართლო სისტემაზე, ამ სისტემის მიერ გასამართლებული პუტინის პირადი პატიმარი პრეზიდენტ სააკაშვილი აგრძელებდეს ასეთ წამებაში ყოფნას, ნიკა გვარამია, რომა შამათავა და ასევე ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამ რუსული რეჟიმის მსხვერპლია.

მოგიწოდებთ ყველას, ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ეს იქნება სახალხო პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და ევროპის მხარდამხარ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა