კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით

ნახვები: 620 სალომე ზურაბიშვილი - მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით

არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ.

„დღეს არ მიხარია და განვიცდი კიდეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს შევხვდი აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა. ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ოთხ პირს და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი, მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.

ვწუხვარ, რომ ქვეყანა გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში. ეს მაშინ, როცა საქართველო ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი. ამიტომ, არც ნიშნის მოგების და გახარების დროა. არც თავის მართლების. ჩვენზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯი. იქნება ეს სრული გამოძიება თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა, რატომ მოხდა და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ, მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა