მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ნახვები: 762 ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდს, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, სპორტული საზოგადოება და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი; 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი იყო. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი გახლდათ.

დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.

ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე. 1998 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველ და ებრაელ ხალხთა ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა