თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზურაბ ჯაფარიძე - მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ

ნახვები: 453 ზურაბ ჯაფარიძე - მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ

მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს.

„მოიკლავს თავს ამერიკა მაჭარაშვილისთვის მტკიცებულებების წარდგენით, მეტი საქმე არ აქვთ. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეუშვას თავის ქვეყანაში. საქართველოს საზღვრიდან ატრიალებენ უამრავ ადამიანს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არავინ არის ვალდებული, ვინმეს მტკიცებულებები წარუდგინოს, მით უმეტეს, ვინ არის გურამ მაჭარაშვილი, რუსთავის „ქართუს“ ფილიალის იურისტი იყო და უცებ დასვეს პარლამენტში. ახლა პრეტენზიები აქვს ამერიკასთან. მოიკლავენ თავს, კი, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო დეპარტამენტი 20-გვერდიან ახსნა-განმარტებას დაუდებს მაჭარაშვილს, მეტი საქმე არ აქვთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა