ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ პესიმისტურად არის განწყობილი, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია

ნახვები: 641 პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ პესიმისტურად არის განწყობილი, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ პესიმისტურად არის განწყობილი, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია. საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი ხაზს უსვამს სისუსტეებს უკრაინის შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში და პროგნოზირებს ჩიხს ომში მომავალი თვეების განმავლობაში.

რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვა ფრონტის ჯარების დასაცავად „სრულიად შემცირდება 23 მაისამდე“ და გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთს, შესაძლოა, მალე ჰქონდეს საჰაერო უპირატესობა და უკრაინამ შეიძლება, დაკარგოს სახმელეთო ძალების მობილიზაციის უნარი კონტრშეტევაში.

დოკუმენტები ასევე ხაზს უსვამს რუსეთის სამხედრო შეტევასთან დაკავშირებულ პრობლემებს და პროგნოზირებს, რომ შედეგი იქნება ჩიხი ორ მხარეს შორის უახლოეს მომავალში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა