თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან იოსელიანი - მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის ფორმატით ჩაერთვება

ნახვები: 605 ლევან იოსელიანი - მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის ფორმატით ჩაერთვება

მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის ფორმატით ჩაერთვება, წარვადგენთ დასაბუთებულ მოსაზრებას შეზღუდვების პროპორციულობის მართებულობაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ასევე სხვა საკითხებზეც ისაუბრეს.

„სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, პარლამენტს მიემართება. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამ რეკომენდაციებს და მათ შესრულებას ყურადღება მიაქციოს. სწორედ ამ სამუშაო ფორმატის განსაზღვრაზე გვქონდა საუბარი. იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც წლების განმავლობაში პარლამენტისთვის გაცემულია სახალხო დამცველის მიერ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ამიტომ ჩემთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. ასევე, საუბარი გვქონდა მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს საკითხი სასამართლოშია გასაჩივრებული და სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის ფორმატით ჩაერთვება. მედიაორგანიზაციებმა მოგვმართეს და სასამართლოში წარვადგენთ ჩვენს დასაბუთებულ მოსაზრებას ამ შეზღუდვების პროპორციულობის მართებულობაზე. მივიღე შესაბამისი თანხმობა, რომ პარლამენტთან თანამშრომლობა უფრო აქტიურად იქნება გაგრძელებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა