ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ემზადებიან არჩევნების მეორე დღის არეულობისთვის“ - „ოცნება“ ოპოზიციას ბრალს კიდევ ერთხელ უყენებს

ნახვები: 430 „ემზადებიან არჩევნების მეორე დღის არეულობისთვის“ - „ოცნება“ ოპოზიციას ბრალს კიდევ ერთხელ უყენებს

„ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ, მომდევნო დღისა და არეულობისთვის, სამწუხაროდ, თუმცა არც ეს გამოუვათ ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში არ გამოუვიდათ," - განაცხადა დღეს, 10 სექტემბერს, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„ტელევიზიების საშუალებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიებს და ეს კამპანია ძირითადად, მიმართულია იმ ნეგატივზე, რომელიც აგებულია "ფეიკებზე" და ცდილობენ, წინასწარ დაალაგონ მიმართულება, თითქოს ხდება ისეთი რამ, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას აყენებს საფრთხის ქვეშ. სხვა მიმართულება არ აქვთ. საუბრობენ მხოლოდ ე.წ რეფერენდუმზე და მათი არც ერთი აქტივობა არ უკავშირდება საარჩევნო შედეგებსა მიზნობრიობას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ლოგიკა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განავითაროს, არის ის, რომ ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ, მომდევნო დღისა და არეულობისთვის, სამწუხაროდ, თუმცა არც ეს გამოუვათ ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში არ გამოუვიდათ" - განაცხადა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა