კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიქტორია ნულანდი - აშშ-ს სურს, რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

ნახვები: 497 ვიქტორია ნულანდი - აშშ-ს სურს, რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყენებას განიხილავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-უკრაინის პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა“, - აღნიშნა მან.

ნულანდის თქმით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესის მხარდაჭერით, მიიღო უფლებამოსილება, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით გამოიყენოს.

„თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილების ფარგლებში და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები“, - დასძინა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ გაყინული რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მოზიდვის შესაძლებლობის შესახებ დისკუსიები გრძელდება.

IPN.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა