Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებულად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ნახვები: 649 ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებულად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებულად გამოცხადების ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ პრიგოჟინი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

„ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის დღეს აუცილებელია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების გამოცხადება, ყველასთვის იმის შეტყობინება, რომ რუსეთმა მიაღწია შედეგებს, რომლებსაც გეგმავდა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უდიდესი რაოდენობა და შეგვიძლია, საკუთარი თავის წინაშე წარვადგინოთ ანგარიში, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები შესრულებულია“, – წერს პროგოჟინი.

მიღწეულ ამოცანებს შორის პრიგოჟინი ასახელებს უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებას, მოსახლეობის სხვა ნაწილის დაშინებას, აზოვისა და შავი ზღვის ნაწილის მოწყვეტას, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაპყრობას და ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის შექმნას. პრიგოჟნის აზრით, ახლა საჭიროა უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე გამაგრება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აქამდე თუკი უკრაინა „ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ის არის აბსოლუტურად ნაციონალურად ორიენტებული სახელმწიფო“.

ვრცელ წერილში პრიგოჟინი ვარაუდობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში, რუსეთის არმიაში, შესაძლოა, განწყობების ვარდნა დაიწყოს, რასაც სიტუაციის დეგრადირება მოჰყვეს. პრიგოჟინის აზრით, ამან შეიძლება, რუსულ საზოგადოებაში გლობალური ცვლილებები გამიწვიოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა