კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - თუ ვინმე აკეთებდა მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების ჩანაწერებს, ეს იყო „ნაცმოძრაობა“, ფაილები არსად გამქრალა

ნახვები: 446 გია ვოლსკი - თუ ვინმე აკეთებდა მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების ჩანაწერებს, ეს იყო „ნაცმოძრაობა“, ფაილები არსად გამქრალა

თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო „ნაცმოძრაობა". ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანაწერები დღეს იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას.

„დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს პასუხს გასცემს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ერთი ყოფილი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ყველას უსმენენ და რაღაც ფურცლები ააფრიალა, რაც არაფერს ნიშნავს, მაგრამ საკითხის შესწავლა და საზოგადოების საყურადღებოდ მკაფიო კომენტარების გაკეთება აუცილებელია. ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება არ დააყოვნებს. რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებ, მტკიცებულება შეიძლება, იყოს კონკრეტული ტელევიზიისთვის, მაგრამ არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის, თუმცა დამატებით კითხვებს პასუხები სჭირდება. ოპონენტებისგან ერთადერთი რაციონალური და სიმართლესთან ახლოს მყოფი განცხადება მოვისმინეთ, რომ „მანკიერი პრაქტიკა გრძელდება", ანუ ადასტურებენ, რომ ეს პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა დანაშაულებში 2012 წლამდე არსებულ სადისტურ მმართველობას გაუთანაბრდეს, რასაც რა პროპაგანდისტულ მანქანასაც უნდათ, ჩართავენ. ეს არის სტრატეგია და მას სჭირდება შესაბამისი პასუხები შესაბამისი სტრუქტურებიდან. თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო „ნაცმოძრაობა". ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა. შეცდომა იყო დაშვებული, რომ არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ. ეს ფაილები არსებობს, გატანილია და დღეს იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას", - განაცხადა გია ვოლსკმა.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან ის შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა