ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაპუაშვილი ოპოზიციას - ჩვენი პარლამენტის მუშაობა არ ტრიალებს მხოლოდ თქვენ დღის წესრიგზე

ნახვები: 510 პაპუაშვილი ოპოზიციას - ჩვენი პარლამენტის მუშაობა არ ტრიალებს მხოლოდ თქვენ დღის წესრიგზე

ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ რომ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხონ ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც და ზეგაც, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძეს მის მიერ ბიუროს სხდომაზე დაყენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭისყრაზე დღესვე დადგეს.

პაპუაშვილის თქმით, ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა, რასაც ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

„ჩვენი პარლამენტის მუშაობა არ ტრიალებს მხოლოდ თქვენ დღის წესრიგზე. გასაგებია, რომ თქვენი ინიციატივები დაკავშირებულია უცხო ქვეყნის საჯარო ინსტიტუტები რა განცხადებებს აკეთებენ. თქვენ პირადად ეს ინიციატივა დაყენებული გქონდათ დეკემბერში, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარშან ივნისში და ამ პერიოდში არც ერთხელ არ გამოგიტანიათ. საკითხის აქტუალობა და განსაკუთრებული მობილიზება გამოიწვია იმან, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება და ამით აწყობთ თქვენ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამ კვირის დღის წესრიგში არის თქვენი საკითხი ჩასმული და აუცილებლად გამოვა ეს საკითხი. ქალბატონო ხათუნა, ნერვების აშლის ნაცვლად, ჯობია, ოპოზიცია უფრო მეტად ორგანიზებული და ჩამოყალიბებული იყოთ. ნუ გაბრაზდებით სხვებზე, გაბრაზდით საკუთარ თავზე. ამ საკითხზე კამათი არ გვინდა. თქვენი საკითხი არის დღის წესრიგში, იყავით მობილიზებული, განხილვები იქნება შესაბამისად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა