ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას

ნახვები: 467 ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას

რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის სსრ-ს მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანთან და საქართველოსთან საჭიროა ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის მალე გახსნის იმედი გამოთქვა.

„უნდა აღვნიშნო ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ხალხის წინაშე, ვისაც სჯერა სომხეთის მომავლის. ასევე უნდა აღვნიშნო ჩვენი პასუხისმგებლობა ყველას წინაშე, ვისაც ეჭვი ეპარება ამ მომავალთან დაკავშირებით. ამ პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ პერიოდში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი გამოვლინება – მშვიდობა, რაც ნიშნავს ოთხივე მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ამ კითხვას ორი მხარე აქვს. ჯერ ერთი, მშვიდობა მარტო არ შენდება. მნიშვნელოვანია, რამდენად იქნება მშვიდობისკენ მიმართული აზერბაიჯანის ქმედებები და პოლიტიკა; მეორეც, განსაკუთრებით 44-დღიანი ომის შემდეგ, კომპრომისები თუ მიღწეული იქნება, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რამდენად მისაღები იქნება ისინი სომხეთის მოქალაქეებისთვის და რამდენად დაუშვებენ ისინი იმავე კომპრომისების მტკივნეულ განხორციელებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა