კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას

ნახვები: 577 ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას

ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ახალი აეროპორტის პროექტზე.

„ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც, გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე.

ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ამის შესახებ ძალიან მალე მოგახსენებთ. ეს არის მრავალ ასეულმილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე განახლებულ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა