ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ნათია თურნავა - ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ ჩვენი თანადაფინანსებით

ნახვები: 595 ნათია თურნავა - ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ ჩვენი თანადაფინანსებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, აქედან ხუთი დამტკიცებულია, ექვსი კი განხილვის პროცესშია.

მისივე განმარტებით, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ თანადაფინანსებით საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად.

„იცით, რომ პირველი სექტემბრიდან გაფართოებული სახით „აწარმოე საქართველოში" პროგრამები გვაქვს წარდგენილი, ახალი პროგრამები ამოქმედდა. პრაქტიკულად, ორი კვირაა გასული ამ მომენტიდან. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დრო, რომ მთელი მასშტაბით ბიზნესაქტიურობა აისახოს, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა ბანკიდან მოგვდის მონაცემები, რომ 11-მდე იპოთეკური სესხია ახალი პროგრამით მხარდაჭერილი, აქედან 5 უკვე დამტკიცებული და 6 განხილვაში. საუბარია მრავალშვილიან ოჯახებზე, სამი და მეტი შვილი ვისაც ჰყავს, და საუბარია ომ ოჯახებზე, ვისაც ახალშობილი გაუჩნდება ოჯახში. ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახები თავისი საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის უკვე სარგებლობენ ბინის შეძენისას იპოთეკური სესხით და ჩვენი თანადაფინანსებით, ჩვენი პროცენტის სუბსიდირებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა